Thursday, February 25, 2016
სწავლების პროცესში პროგრესი მხოლოდ ცოდნის გადაცემით ვერ მიიღწევა, აუცილებელია , რომ გამოვავლინოთ მოსწავლეთა შემოქმედებითი ინტერესები და ანალიტიკური შესაძლებლობები, განუვითაროთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ, თუ როგორ შეივსონ ცოდნა სხვადასხვა წყაროებიდან, როგორ და სად მოიძიონ ინფორმაცია. ამ ყველაფრის შესაძლებლობას იძლევა სასწავლო პროექტი, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, მოსწავლის პროექტის საბოლოო შედეგია პასუხი იმ ზოგად კითხვაზე, რომელიც დასმული იყო პროექტის დასაწყისში. პროექტი მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის შესრულების ხარისხი მასწავლებლის და მოსწავლეთა თანამშრომლობით მიიღწევა.პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებში ვითარდება კვლევითი უნარი, სხვისი აზრის, სხვისი შრომის პატივისცემის უნარი, აქვთ წინასწარ დაგეგმილი მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენებენ მრავალ აქტივობას (გამოკითხვის ჩატარება, ინტერვიუს აღება, ინტერნეტში მასალების მოძიება, ლიტერატურის გაცნობა, აზომვების ჩატარება და სხვა), ამ აქტივობების ჩატარების და მონაცემების დამუშავების შემდეგ ირჩევენ პრეზენტაციის ფორმას და აუდიტორიისთვის გასაგები ფორმით ახდენენ ამოცანის ფორმულირებას, ასაბუთებენ პრობლემის აქტუალურობას და მნიშვნელობას. იციან პრეზენტაციისათვის განკუთვნილი დროის ეფექტიანად გამოყენება.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment