Saturday, February 27, 2016

მერვე დღის რეფლექსია


დავწერეთ სასწავლო პროექტის მსვლელობა; გუგლ ფორმების საშუალებით ვისწავლეთ, თუ როგორ ვაწარმოოთ გამოკითხვა, როგორ მივაწოდოთ მოსწავლეებს და როგორ შევამოწმოთ მათი პასუხები.
         დღეს მივიღე პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც მაინტერესებდა და მჭირდებოდა მუშაობის პროცესში.

გამოკითხვა

გამოკითხვის სანახავად გადადით ბმულზე

Friday, February 26, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე, განვიხილეთ მოსწავლის დასახმარებელი რესურსები, კერძოდ, პროექტის დამხმარე შაბლონი, მოვახდინეთ მოსწავლეთა დიფერენციაცია. ვიმუშავეთ გაჯეტების დამატებაზე-მთვლელი, სურათის და გამოკითხვის გაჯეტები.სამუშაო დღე იყო ნაყოფიერი და საინტერესო.

Thursday, February 25, 2016



    სწავლების პროცესში პროგრესი მხოლოდ  ცოდნის გადაცემით ვერ მიიღწევა, აუცილებელია , რომ გამოვავლინოთ მოსწავლეთა შემოქმედებითი ინტერესები და ანალიტიკური შესაძლებლობები, განუვითაროთ კრიტიკული  და შემოქმედებითი აზროვნება,  შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ, თუ როგორ შეივსონ ცოდნა სხვადასხვა წყაროებიდან, როგორ და სად მოიძიონ ინფორმაცია. ამ ყველაფრის შესაძლებლობას იძლევა სასწავლო  პროექტი, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, მოსწავლის პროექტის საბოლოო შედეგია პასუხი იმ ზოგად კითხვაზე, რომელიც დასმული იყო პროექტის დასაწყისში. პროექტი მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის შესრულების ხარისხი მასწავლებლის და მოსწავლეთა თანამშრომლობით მიიღწევა.პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებში ვითარდება კვლევითი უნარი, სხვისი აზრის, სხვისი შრომის პატივისცემის უნარი, აქვთ წინასწარ დაგეგმილი მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენებენ მრავალ აქტივობას (გამოკითხვის ჩატარება, ინტერვიუს აღება, ინტერნეტში მასალების მოძიება, ლიტერატურის გაცნობა, აზომვების ჩატარება და სხვა), ამ აქტივობების ჩატარების და მონაცემების დამუშავების შემდეგ ირჩევენ პრეზენტაციის ფორმას და აუდიტორიისთვის გასაგები ფორმით  ახდენენ ამოცანის ფორმულირებას, ასაბუთებენ პრობლემის აქტუალურობას და მნიშვნელობას. იციან პრეზენტაციისათვის განკუთვნილი დროის ეფექტიანად გამოყენება.

Saturday, February 20, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი, შევადგინეთ პროექტის შეფასების რუბრიკა.ძალიან საინტერესო და ხალისიანი დღე იყო, რადგან კიდევ ერთხელ გავიხსენეთ სლაიდშოუს გაკეთება, ეფექტების დადება და ჩვენება.

Friday, February 19, 2016

მეხუთე დღის რელექსია

დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.ვისაუბრეთ  საავტორო უფლებებზე, ვისწავლე,  თუ როგორ ჩავწეროთ გამოყენებული  ვებგვერდები; დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი, ვისწავლეთ გადმოწერილი სურათებისა და ტექსტების აღრიცხვა, დავიწყეთ სლაიდშოუს აწყობა.გავიმეორეთ ბევრი ისეთი საკითხი, რომლებიც ხშირად მჭირდება კომპიუტერთან მუშაობის  დროს.

Thursday, February 18, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო ჩემთვის, მე  ვისწავლე შეფასების სტრატეგიები, რომლებიც გამომადგება მოსწავლეების მიერ შესრულებული პროექტების, ჯგუფური სამუშაოების და პრეზენტაციების შეფასებაში.ვისწავლე ვორდის ფაილის ინსტრუმენტები, დიაგრამების და გრაფიკების აგება.

Friday, February 12, 2016

მესამე დღის რეფლექსია

მე ვიქრობ, რომ ჩვენი ტრენინგის მესამე დღე იყო სწორედ ის დღე, როდესაც დავიწყე იმ საკითხების შესწავლა, რომელიც მე მაინტერესებდა და რის გამოც გადავწყვიტე ტექნოლოგიების ტრენინგის მესამე ეტაპის გავლა-პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ტექნოლოგიების ინტეგრირება.ვისწავლე ბლოგის შექმნა, შაბლონის შეცვლა. ეს დღე ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი იყო.